დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 02/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 158, 12/11/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.320.000.16.009.011.082 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.011.082
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №20
2007 წლის 2 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სს „თბილსრესის“ სატარიფო განაცხადით (წერილი 24.10.07 № 2/374), ასევე შპს „მტკვარი ენერგეტიკის“ (03.10.07 № 340, 24.10.07 № 363) და სს „ენერჯი ინვესტის“ (24.10.07 №01/818ა) წერილებით, წარმოდგენილია განაცხადები, სადაც ისინი ითხოვენ ტარიფებში კორექტირების შეტანას შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდიდან გამომდინარე.
გამომდინარე „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე, 431 და 44-ე მუხლების საფუძველზე, ვადგენთ:
მუხლი 1. „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილების (სსმ III, 16.05.2006 წ., №66, მუხლი 848) მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. თბოელექტროსადგურების ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი):
1) შპს „მტკვარი ენერგეტიკის” (თბილსრესის №9 ბლოკი):
ა) ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი – 9.11 თეთრი/კვტ.სთ.
ბ) ორგანაკვეთიანი ტარიფები:
ბ.ა) სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ტარიფი –1.6 თეთრი/კვტ.სთ;
ბ.ბ) გამოყენებული რეზერვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი – 7.51 თეთრი/კვტ.სთ.
2) სს „თბილსრესის“ (თბილსრესის №3,4,8 ბლოკები):
ა) ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი – 9.801 თეთრი/კვტ.სთ.
ბ) ორგანაკვეთიანი ტარიფები:
ბ.ა) სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ტარიფი –1.624 თეთრი/კვტ.სთ;
ბ.ბ) გამოყენებული რეზერვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი – 8.177 თეთრი/კვტ.სთ.
3) სს „ენერჯი ინვესტის”
ა) ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი – 12.395 თეთრი/კვტ.სთ.
ბ) ორგანაკვეთიანი ტარიფები:
ბ.ა) სიმძლავრის სასისტემო რეზერვის ტარიფი – 5.319 თეთრი/კვტ.სთ;
ბ.ბ) გამოყენებული რეზერვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი – 7.076 თეთრი/კვტ.სთ.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ და მისი მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები