,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1199
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 158, 09/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.011.068
  • Word
1199
05/11/2007
სსმ, 158, 09/11/2007
190.040.000.22.033.011.068
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.010.068

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1199

2007 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახუ­რეე­ბისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ“ დებულებაში (სსმ III, 2004წ., №58, მუხ. 503) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახუ­რის ცენტრალური აპარატის, საგამოძიებო დეპარტა­მენტის და სპეციალური დანიშნულების რაზმის მოსამ­სახუ­რეებისათვის წესდება შემდეგი სპეციალური წო­დებები:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავ­ლების სამსახურის ცენტრალურ აპარატში, საგამოძიე­ბო დეპარტამენტში და სპეციალური დანიშნულების რაზმში დადგინდეს დაკავებული თანამდებობის შესა­ბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:

ა) გენერალ-მაიორი – სამსახურის უფროსი, სამსა­ხურის უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი;

ბ) პოლკოვნიკი – დეპარტამენტის უფროსის მოადგი­ლე, მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმარ­თველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი, სპეცია­ლური დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე;

გ) ვიცე-პოლკოვნიკი – ადმინისტრაციის უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის განყოფილების უფროსი, სპეცია­ლური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსი;

დ) მაიორი – ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, უფროსი გამომძიებელი, უფროსი მზვერავი;

ე) კაპიტანი – მთავარი ინსპექტორი, მთავარი სპე­­ცია­ლისტი, მთავარი ბუღალტერი, უფროსი ბუღალ­ტერი, გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებე­ლი, მზვერავი;

ვ) უფროსი ლეიტენანტი – უფროსი ინსპექტორი, უფროსი სპეციალისტი, ინსპექტორ-გამომძიებელი;

ზ) ლეიტენანტი – ინსპექტორი, სპეციალისტი, თანაშემწე;

თ) უმცროსი ლეიტენანტი – უმცროსი ინსპექტო­რი.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური