დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის №195 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 647 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 156, 06/11/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.22.026.011.064 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.011.064
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №647
2007 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის №195 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის №195 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2005 წ., №76, მუხლი 809) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის, მინისტრის შესაბამისი მოადგილის წინაშე და თავის ყოველდღიურ საქმიანობას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ხელმძღვანელობით;“.
ბ) მე-5 პუნქტის ,,ა)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტრატეგიული და უწყებრივი დონის დოკუმენტებისა და სამხედრო დოქტრინის შემუშავებაში და/ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება.“;
გ) მე-5 პუნქტის ,,დ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) თავდაცვის ბიუჯეტის პერსპექტიული დაგეგმვა და ანალიზი;“.
დ) მე-6 პუნქტის ,,გ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) თავდაცვის გრძელვადიანი დაგეგმვის პროცესის უზრუნველყოფა;“;
ე) მე-6 პუნქტის ,,ე)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) თავდაცვის რესურსების მართვისა და დაგეგმვის სისტემების მეშვეობით თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებული ინფორმაციის თავმოყრა ანალიტიკური და სტატისტიკური თვალსაზრისით;“;
ვ) მე-6 პუნქტის ,,ზ)“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
,,61. დეპარტამენტი ახორციელებს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებსა და ფუნქციებს.“
3. ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს:
ა) შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:
,,71. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.
72. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.“.
ბ) შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
,,81. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციაში და ორგანიზაციაში.;
ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.“.
4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-9 პუნქტის ,,გ)“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-10 პუნქტის ,,ა)“ და ,,ბ)“ ქვეპუნქტები შესაბამისად ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის, უსაფრთხოების გარემოსა და სტრატეგიული ვითარების ანალიზი და წინადადებების შემუშავება საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ფორმირებისათვის;
ბ) ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტრატეგიული და უწყებრივი დონის დოკუმენტების შემუშავება და/ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება“.
გ) მე-10 პუნქტის ,,ვ)“, ,,ზ)“, ,,თ)“ ქვეპუნქტები და 111 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,12. სამმართველოებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.“.
მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და სტრუქტურული ქვედანაყოფები.
მუხლი 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დ. კეზერაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები