„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 5 ოქტომბრის №1469 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1600
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 01/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 155, 05/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 360.060.000.22.023.011.060
  • Word
1600
01/11/2007
სსმ, 155, 05/11/2007
360.060.000.22.023.011.060
„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 5 ოქტომბრის №1469 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.060.000.22.023.011.060

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების   მინისტრის ბრძანება №1600

2007 წლის 1 ნოემბერი

 ქ. თბილისი

,,ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 5 ოქტომბრის №1469 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნ­ქციო­ნირების დროებითი რეგულირების წესის დამ­ტკი­­ცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 5 ოქტომბრის №1469 ბრძანებით (სსმ III, 09.10.2007 წ., №140, მუხ. 1556) დამტკიცებულ ბორჯომ-ხარაგაუ­ლის ეროვნული პარკის ფუნქციონი­რების დროებითი რეგულირების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები:

ა) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) ,,ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტო­რიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერიტორია (სულ 3127.4 ჰა);“;

ბ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ზანავის უბანი – 750 მ3 საშეშე მერქანი;

დ) ქვიშხეთის უბანი – 470 მ3 საშეშე მერქანი;“;

გ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე 1050 მ3 საშეშე მერქა­ნი.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ჩანტლაძე