,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 13/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 19/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.999
  • Word
55
12/03/2008
სსმ, 39, 13/03/2008
010.240.030.10.003.000.999
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №55

2008 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №54, მუხლი 462) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს:

ვ.ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ყველა საჯარო მოსამსახურეს;

ვ.ბ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით;

ვ.გ) სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მოადგილეებს (ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების სტრუქტურული ქვედანაყოფების, შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების მოადგილეებისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილის გარდა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული);

ვ.დ) შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოების უფროსებს;“;

ბ) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 23

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) მატერიალურ-ტენიკური უზრუნველყოფის საკითხებზე სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი;

გ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

დ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოების ორგანიზება;

ე) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;

ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა შემოსავლების სამსახურისა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი საჯარო მოხელეებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა;

ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში (გარდა შემოსავლების სამსახურისა) არსებულ იარაღსა და საბრძოლო მასალებზე საერთო პასუხისმგებლობა და მათი კონტროლი, იარაღის ტარების უფლების მქონე თანამდებობის პირთა საერთო რეესტრის წარმოება;

თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა შემოსავლების სამსახურისა) უფლებამოსილ საჯარო მოხელეებისათვის იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა;

ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;

კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ნაერთი ბალანსის შედგენა;

ლ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი დანიშნულებისამებრ წარდგენა;

მ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;

ნ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;

ო) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;

პ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.“;

გ) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 25

მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანებია:

ა) მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სხვა უწყებებთან საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;

გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ეროვნული უშიშროების საბჭოდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან და საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკონტროლო დავალებების, მინისტრის სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებებისა და მინისტრის ბრძანებების შესრულების კონტროლი;

დ) მინისტრის სახელზე შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა და დამუშავება, მინისტრის რეზოლუციების პროექტების მომზადება;

ე) მინისტრის სათათბირო საბჭოს სხდომებისა და მინისტრთან გამართული თათბირების ორგანიზაცია დადგენილი წესით;

ვ) პროტოკოლის წარმოება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა;

თ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე