დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1430 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 155, 05/11/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.020.22.034.011.055 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.011.055
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1430
2007 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 28.04.2005 წ., №52, მუხ. 567) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1 “ და ,,ზ2 “ ქვეპუნქტები:
,,ზ1 ) საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, წინასწარი გამოძიების მიზნით დსთ-ის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ფარგლებში;
ზ2 ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკადრო და საფინანსო-სამეურნეო საკითხების უზრუნველყოფა.“.
2. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველო;
ბ) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველო;
გ) საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო;
დ) საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიურო (სამმართველო);
ე) ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
ვ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;
ზ) სამდივნო.“.
3. დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,3. საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს ამოცანები და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის ,,ბ“ და ,,მ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 მუხლის ,,ვ“, ,,ზ“, ,,ზ1 “, ,,თ“, ,,ი“, ,,კ“, ,,ლ“, ,,მ“, ,,ნ“, ,,ო“, ,,ძ“, ,,ჭ“, ,,ხ“, ,,ჯ“, ,,ჰ“, ,,ჰ1 “ და ,,ჰ2 “ ქვეპუნქტებით.“.
4. დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
,,12. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანები და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის ,,ე“, ,,ვ“, ,,ლ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 მუხლის ,,ზ2 “, ,,ს“, ,,ფ“, ,,ქ“ და ,,ძ“ ქვეპუნქტებით.“.
5. დებულების მე-8 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-7 და მე-8 პუნქტები.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები