დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №552 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კვების მრეწველობის ინსტიტუტის დროებით წესდებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1011 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 154, 01/11/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.011.046 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.046
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1011
2007 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №552 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კვების მრეწველობის ინსტიტუტის დროებით წესდებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კვების მრეწველობის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №552 ბრძანებით დამტკიცებულ კვების მრეწველობის ინსტიტუტის დროებითი წესდების (სსმ III, 05.06.2006, №75, მუხ. 974) პირველი მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კვების მრეწველობის ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) შექმნილია ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიული პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. ინსტიტუტი თავის საქმიანობას წარმართავს საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები