დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 23 მაისის №145 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 278 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 24/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 154, 01/11/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.020.000.18.011.011.039 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.011.039
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №278
2007 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 23 მაისის №145 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 23 მაისის №145 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის წესში“ (სსმ III, 29.05.2006წ., №71, მუხ.893) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-5 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ წესის დანართის №5 ცხრილში მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტებანი:
ა) ბენეფიციარი – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია;
ბ) არაპირდაპირი მონაწილეობა – კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალში წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით.“.
2. „კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის წესის“ დანართის №5 ცხრილი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრეზიდენტის მოვალეობის
შემსრულებელი დ. ამაღლობელი
„დანართი
ბანკი:
თარიღი:
ინფორმაცია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, დორექტორატის, აქციონერების და ბენეფიციარების შესახებ
|
| სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ჩამონათვალი |
| 1 |
|
| 2 |
|
| 3 |
|
| 4 |
|
| 5 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| დირექტორთა საბჭოს წევრების ჩამონათვალი |
| 1 |
|
| 2 |
|
| 3 |
|
| 4 |
|
| 5 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| საწესდებო კაპიტალის 1% და მეტი წილის მფლობელი აქციონერების ჩამონათვალი წილების მითითებით |
| 1 |
|
| 2 |
|
| 3 |
|
| 4 |
|
| 5 |
|
|
| ბანკის ბენეფიცირების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს წილების მითითებით |
| 1 |
|
| 2 |
|
| 3 |
|
| 4 |
|
| 5 |
|
.“.
გენერალური დირექტორი
მთავარი ბუღალტერი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები