„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 მარტის №125 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 მარტის №125 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1001
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 23/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 152, 30/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.022.011.034
  • Word
1001
23/10/2007
სსმ, 152, 30/10/2007
010.240.030.22.022.011.034
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 მარტის №125 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.022.011.034

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

 ბრძანება №1001

2007 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 მარტის №125 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 მარტის №125 ბრძანებაში (სსმ III, 08.04.2005 წ., №41, მუხ. 445) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანების პრეამბულაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების 41 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად და ამავე დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“;

ბ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის:

ბ.ა) „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავება და მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღების ხელშეწყობა;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათ მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება;

გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულებიდან, აგრეთვე სხვა უწყებებიდან/დაწესებულებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნის მომზადება;

დ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ფუნქციათა განხორციელების ხელშეწყობა;

ე) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სამინისტროს სახელით დადებული ხელშეკრულებების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის დადგენა;

ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და მისი ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;“;

ბ.ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოთა, მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციების განხილვა;

ი) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“;

გ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის:

გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სხვა უწყებებიდან შემოსული, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების მიერ შემუშავებულ ნორმატიული აქტების პროექტებთან დაკავშირებით მოამზადოს სამართლებრივი დასკვნები;“;

გ.ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) წარმოადგინოს სამინისტრო და მინისტრის დავალებით, სათანადო მინდობილობის საფუძველზე, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულები სასამართლოში;

ე) დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, მათ შორის, სასამართლოებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულებისა და მათი თანამშრომლებისაგან კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს ახსნა-განმარტებები და ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, პირველადი დოკუმენტები;“;

დ) ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს 61 და 62 მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 61.

დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან (შემდგომში – სამმართველო):

ა) კანონშემოქმედებისა და ინიციატივების სამმართველო;

ბ) სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველო.

    მუხლი 62.

დეპარტამენტის მოსამსახურეებს განეკუთვნებიან:

ა) დეპარტამენტის უფროსი;

ბ) დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი;

გ) დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

დ) დეპარტამენტის სპეციალისტი.“;

ე) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლს დაემატოს მე-2 და მე-3 პუნქტები და მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 7.

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

 2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის უფროსის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.“;

ვ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყა-ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 8.

1. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.“;

ზ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლს:

ზ.ა) დაემატოს „ბ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სამმართველოების მუშაობას;“;

ზ.ბ) „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;

ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზით ადასტურებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების მიერ შემუშავებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ვ) წარუდგენს მინისტრს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალში ერთხელ, წლის ბოლოს კი საბოლოო, წლიურ ანგარიშს, აგრეთვე მინისტრის მოთხოვნით ნებისმიერ დროს;

ზ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს ან/და მინისტრის პირველ მოადგილეს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ.გ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;“;

თ) ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს 91, 92 და 93 მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 91.

კანონშემოქმედებისა და ინიციატივების სამმართველო:

ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს, ათანხმებს მათ სამინისტროს დაინტერესებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალ ერთეულებთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან/დაწესებულებებთან;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების მიღების/გამოცემის, რეგისტრაციისა და გამოქვეყნების პროცედურის დაცვას;

გ) უზრუნველყოფს კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულებიდან, აგრეთვე სხვა უწყებებიდან/დაწესებულებებიდან შემოსული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმა-ტიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნის მომზადებას;

დ) უზრუნველყოფს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორცილებისათვის ხელშეწყობას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს და აწარმოებს ურთიერთობებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ ერთულებთან;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფებისა და კომისიების საქმიანობაში;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს სამინისტრის ტერიტორიული ორგანოების, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა კორესპონდენციებს;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და მის საფუძველზე დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 92.

სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და მათ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელებას;

ბ) წარმოადგენს სამინისტროს ყველა ინსტანციის სასამართლოში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა კორესპონდენციებს, ახორციელებს სამართლებრივ საკითხებზე ზეპირ კონსულტაციებს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს და უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას;

ვ) მონაწილეობს სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფებისა და კომისიების საქმიანობაში. სამართლებრივად აფორმებს მათი მუშაობის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს;

ზ) ახდენს სამინისტროს პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების სამართლებრივ უზრუნველყოფას;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს და აწარმოებს ურთიერთობებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ ერთეულებთან;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და მის საფუძველზე დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 93.

სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას, წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის;

დ) თვალყურს ადევნებს სამმართველოს მოსამსახურეთა სამსახურებრივ საქმიანობას;

ე) ვიზირებით ადასტურებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებსა და პროექტებს;

ვ) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ კვარტალში ერთხელ, წლის ბოლოს კი საბოლოო, წლიურ ანგარიშს, აგრეთვე მისი მოთხოვნით ნებისმიერ დროს;

ზ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსთან სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე, ასევე მათი წახალისების და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და მის საფუძველზე დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

ი) ბრძანებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლი;

კ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლიდან:

კ.ა) ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი;

კ.ბ) მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის მოსამსახურის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს შესაბამისი სამმართველოს უფროსის დავალებით ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი მოსამსახურე.“;

კ.გ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ასრულებს მისთვის საქართველოს კანომდებლობით, ამ დებულებით, დეპარტამენტის უფროსისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს და ცალკეულ დავალებებს;“;

კ.დ) მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული, შესასრულებელი დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;

დ) ამზადებს პასუხს მისთვის შესასრულებლად გადაცემულ კორესპონდენციაზე;“;

კ.ე) მე-4 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესაბამისი სამმართველოს უფროსს ან/და დეპარტამენტის უფროსს გაწეული მუშაობის შესახებ.“;

კ.ვ) მე-5 და მე-6 პუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დეპარტამენტის მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სამინისტროსა და დეპარტამენტის დებულებით, დეპარტამენტის უფროსისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის სამსახურებრივი დავალებებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით.

6. დეპარტამენტის მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან შესაბამისი სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.“.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია