,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 987
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 18/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 152, 30/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.22.022.011.033
  • Word
987
18/10/2007
სსმ, 152, 30/10/2007
040.030.010.22.022.011.033
,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.22.022.011.033

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

 ბრძანება №987

2007 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 23.01.2006 წ., №8 მუხ.77) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე წარმოადგენს მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში.“;

ბ) დებულების მე-17 მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე კლასის დამრიგებელი საარჩევნო კომისიას აწვდის თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა მშობლების სიას. სიაში კონკრეტული მოსწავლის სახელისა და გვარის გასწვრივ მითითებული უნდა იყოს ამ მოსწავლის ორივე მშობლის სახელი და გვარი, მათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების მიხედვით.“;

გ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი;

დ) დებულების 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამომრჩეველთა სიაში მითითებული მასწავლებლებისა და თითოეულ საფეხურზე არსებული მოსწავლეთა მშობლების (პრინციპით: „ერთი მოსწავლე – ერთი ხმა“) რაოდენობები ცალ-ცალკე;

ე) ამომრჩეველთა სიაში კენჭისყრის დღეს რეგისტრირებული ამომრჩეველი მასწავლებლებისა და მშობლების (საფეხურების მიხედვით) რაოდენობები ცალ-ცალკე, ციფრობრივი და პროცენტული სახით;“;

ე) დებულების 28-ე მუხლს დაემატოს 61 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. სამეურვეო საბჭოს არჩევნები მასწავლებლებისა და თითოეულ საფეხურზე არსებულ მოსწავლეთა მშობლების კატეგორიისათვის ჩატარებულად ითვლება, თუ არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობა მიიღო მასწავლებლებისა და თითოეულ საფეხურზე არსებული მოსწავლეთა მშობლების (პრინციპით: „ერთი მოსწავლე – ერთი ხმა“) ამომრჩეველთა სიაში მითითებული რაოდენობის არანაკლებ 20%–მა.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია