დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1577 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 151, 26/10/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410.080.000.22.023.011.026 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.080.000.22.023.011.026
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №1577
2007 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით (სსმ III, 12.12.05 წ., №144, მუხ. 1602) დამტკიცებულ ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) ტრალის ფსკერული ვარიანტით (ფსკერულ ვარიანტად ჩაითვლება ტრალი, რომლის ჭერილში ტიპური ფსკერული თევზების და სხვა ჰიდრობიონტების, კერძოდ: სკაროსების, ქამბალასნაირების, ღორჯოსებრთა, სკორპენას (ზღვის ჩიქვი), ზღვის ურჩხულის, ზღვის ძროხის (ვარსკვლავთმრიცხველი), ხონთქარას (ბარაბულის), ოფიდიონის, ზღვის მამლების, გველთევზის, კიბორჩხალების, მოლუსკების და სხვა ფსკერის ბინადრების საერთო წილი 5%-ზე მეტია (დათვლით));“.
2. დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილი შეადგენს ქისა ბადისათვის და კონუსური ბადისათვის 2%, ტრალის პელაგიური ვარიანტისათვის – 6%. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილის (შესაბამისად 2% ან 6%) გადამეტება ჩაითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.“.
3. დებულების №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №1
თევზსაჭერი ბადეების თვლების ზომა მოსაპოვებელი თევზის სახეობების მიხედვით
| თევზსაჭერი იარაღები | თვლის მინიმალური ზომები მმ-ში | თვლის მაქსიმალური ზომები მმ-ში |
| მოსასმელი ბადე კეფალისებრთა საჭერად |
20 |
– |
| მოსასმელი ბადე სხვა თევზის საჭერად |
12 |
– |
| თევზმახეები | 12 | – |
| ქისა ბადე ქაფშიის და ქარსალის საჭერად |
6,5 |
– |
| ქისა ბადე სხვა თევზების საჭერად | 12 |
|
| ტრაილს პელაგიური ვარიანტი – ქაფშიის და ქარსალის საჭერად |
6,5 |
|
| ტრაილს პელაგიური ვარიანტი სხვა თევზების საჭერად | 12 |
|
| კონუსური ბადე | 12 |
|
| პარაშუტისებრი ბადე | 12 |
|
| მოსაყრელი ბადე (ჭილოფით, ე.წ. ლასპორი) | 20 |
|
| ფაცერი (ე.წ. ობობა ბადე) | 20 |
|
| სხვა თევზსარეწი იარაღები | 12 |
|
“
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ჩანტლაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები