,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 608
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 149, 26/10/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.011.023
  • Word
608
22/10/2007
პარლამენტის უწყებანი, 149, 26/10/2007
280.120.000.22.026.011.023
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.011.023

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №608

2007 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ო) სამხედრო-საჰაერო ძალების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა (დანართი №14) და დანართში აღნიშნული კატეგორიის პირებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად 2007 წლის 1 ოქტომბრიდან მიეცეთ დანართით გათვალისწინებული დანამატი;

პ) სახმელეთო ჯარების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა (დანართი №15) და დანართში აღნიშნული კატეგორიის პირებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად 2007 წლის 1 ოქტომბრიდან მიეცეთ დანართით გათვალისწინებული დანამატი.“.

2. ბრძანების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა კატეგორიებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, ეძლევათ დანამატი 100 ლარის ოდენობით.“.

3. ბრძანების მე-40 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,40. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის, ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით. სამხედრო სამსახურში მყოფი პირის დაღუპვის სხვა შემთხვევაში მის ოჯახს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით. ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.“.

4. ბრძანების 42-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,42. ამ ბრძანების მე-40 და 41-ე პუნქტების მიზნებისათვის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი (შვილები) და სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილი (შვილები), ხოლო მათი არყოლის შემთხვევაში – მშობლები და სრულწლოვანი შვილი (შვილები). თუ ოჯახის წევრები არ განსაზღვრავენ ერთ პირს დახმარების მისაღებად, მაშინ დახმარება თანაბარწილად გაიცემა ყველა წევრზე (მათ შორის, 18 წლამდე დაქორწინებული პირი), ხოლო არასრულწლოვანი (გარდა 18 წლის ასაკამდე დაქორწინებულისა), აგრეთვე სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების დახმარებას მათი სახელით იღებს შვილების კანონიერი წარმომადგენელი.“.

5. ბრძანებით დამტკიცებული №9 დანართის:

ა) მე-8 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

8

სამხედრო ატაშე თურქეთის რესპუბლიკაში

1472.00

900.00

 

 

3400.00

5772.00

 

ბ) 21-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

21

თავდაცვის ატაშე ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში

1472.00

900.00

 

 

3500.00

5872.00

 

6. ბრძანებით დამტკიცებულ №10 დანართს დაემატოს შენიშვნა შემდეგი რედაქციით:

,,შენიშვნა: დანართში მოცემული სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების სამხედრო მოსამსახურეებზე ამ ბრძანების პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატი 2007 წლის 1 აგვისტოდან, აღნიშნული სტრუქტურული ქვედანაყოფის ახალი სახელწოდებით ჩამოყალიბებამდე, გაიცეს როგორც სპეციალური დანიშნულების ბრიგადის სტრუქტურული ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებზე.

მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსები და პირადი შემადგენლობა.

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 27 სექტემბრიდან.

დ. კეზერაშვილი

 

 

დანართი №14

სამხედრო-საჰაერო ძალების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა

                                                                                                          (ლარებში)

სამხედრო მოსამსახურეთა კატეგორია

დანამატი თვეში

1

პირველი კლასის სამხედრო მფრინავი (შტურმანი)

800

2

მეორე კლასის სამხედრო მფრინავი (შტურმანი)

500

3

მესამე კლასის სამხედრო მფრინავი (შტურმანი)

300

4

პირველი კლასის ბორტინჟინერი (ბორტმექანიკოსი, ბორტტექნიკოსი)

500

5

პირველი კლასის ბორტინჟინერი (ბორტმექანიკოსი, ბორტტექნიკოსი)

350

6

პირველი კლასის ბორტინჟინერი (ბორტმექანიკოსი, ბორტტექნიკოსი)

200

 

შენიშვნა: დანართში მითითებული კლასის მინიჭების წესი და საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

 

დანართი №15

სახმელეთო ჯარების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა

                                                                                                                                 (ლარებში)

სახმელეთო ჯარების

ქვედანაყოფის დასახელება

შესაბამისი თანამდებობის

წოდებრივი ზღვარი

კოდი

დანამატი

თვეში

1

სახმელეთო ჯარების სარდლობა

მთავარი სერჟანტი

S-8

230

2

I ქვეითი ბრიგადა

ბრიგადის სერჟანტი

S-7

230

3

II ქვეითი ბრიგადა

ბრიგადის სერჟანტი

S-7

230

4

III ქვეითი ბრიგადა

ბრიგადის სერჟანტი

S-7

230

5

IV ქვეითი ბრიგადა

ბრიგადის სერჟანტი

S-7

230

6

საარტილერიო ბრიგადა

ბრიგადის სერჟანტი

S-7

230

7

ცალკეული ტექნიკური დაზვერვის ბატალიონი

ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი)

S-6

230

8

ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი

ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი)

S-6

230

9

ცალკეული საზენიტო-სარაკეტო-საარტილერიო დივიზიონი

ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი)

S-6

230

10

ცალკეული კავშირგაბმულობის ბატალიონი

ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი)

S-6

230

11

ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი

ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი)

S-6

230

12

ცალკეული საინჟინრო-ქიმიური ბატალიონი

ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი)

S-6

230

13

ცალკეული საბრძოლო პოლიციის ბატალიონი

ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი)

S-6

230

14

მე-3 ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი

ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი)

S-6

230