,,საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1165
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 151, 26/10/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.011.021
  • Word
1165
22/10/2007
სსმ, 151, 26/10/2007
230.020.020.22.033.011.021
,,საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.011.021

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1165

2007 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2411 მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინს-ტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხლი 2323) დამტკიცებული ინსტრუქციის 131 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. რეგიონალური საბაჟო ორგანო გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში გასცემს ცნობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2411 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მიზნებისათვის საბაჟო ორგანოში დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის შესახებ (დანართი №2).“.

    მუხლი 2.

ბრძანებას დაემატოს დანართი №2 თანდართული რედაქციით.

    მუხლი 3.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

 

დანართი №2

ცნობა

პირის მიერ საგადასახადო კოდექსის 2411 მუხლის შესაბამისად დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის შესახებ

(ივსება საბაჟო ორგანოს ტიტულიან ბლანკზე)

გადასახადის გადამხდელი _______________________________________________

(დასახელება, სახელი, გვარი)

საიდენტიქიკაციო ნომერი _______________________________________________

პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით

დროებით შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოღცეულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის ნომერი, თარიღი ____________________________________________________________

 

№

დასახელება

ლარი

1

დღგ-ის თანხა დროებით შემოტანილ საღონელზე (დანართი №1-ით განსაზყვრული ,,გადასახდელი თანხის გადახდის განრიგის“ შესაბამისად)

 

2

დღგ-ის თანხა, რომლის გადახდა დასტურდება წინა პერიოდებში გაცემული ცნობ(ებ)ის მიხედვით

 

3

დღგ-ის თანხა, რომლის გადახდა დასტურდება წინამდებარე ცნობით

 

4

მომავალ პერიოდებში გადასახდელი დღგ-ის თანხა

 

 

საბაჟო ორგანოს უფროსის (მოადგილის)

ხელმოწერა