დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრებისათვის კომპენსაციის გაცემის გრაფიკის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 301/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 150, 25/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.22.035.011.019 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.019
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №301/ნ
2007 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრებისათვის კომპენსაციის გაცემის გრაფიკის დამტკიცების თაობაზე
,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს 1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრებისათვის კომპენსაციის გაცემის თანდართული გრაფიკი (დანართი №1).
2. წარმოქმნილი ვალდებულების დაფარვა განხორციელდეს 2008-2009 წლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული ასიგნებებიდან. ამასთან,
ა) 2002-2003 წლების საკომპენსაციო თანხები გაიცეს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებიდან;
ბ) 2004-2005 წლების საკომპენსაციო თანხები გაიცეს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებიდან.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი
დანართი №1
1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებისათვის კომპენსაციის გაცემის გრაფიკი
|
მიმღებ პირთა რაოდენობა |
2008 წელს გასაცემი თანხის ოდენობა |
2009 წელს გასაცემი თანხის ოდენობა |
სულ |
|
33 პირი
|
312 490.18 |
70 514.33 |
383 004.51 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები