დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №457 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1335 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 145, 18/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.110.000.22.034.010.992 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.034.010.992
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1335
2007 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №457 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №457 ბრძანებაში (სსმ III, 10.05.2005 წ., №55, მუხ.597) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. ბრძანების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო სასურსათო ულუფის ნორმა №1 დანართის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ ორსული და მეძუძური დედებისათვის და აგრეთვე ტუბერკულოზით, დისტროფიით, წყლულოვანი ავიტამინოზით და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პირთა სადღეღამისო სასურსათო ულუფის ნორმა №2 დანართის შესაბამისად.
3. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ არასრულწლოვანთათვის სადღეღამისო სასურსათო ულუფის ნორმა №3 დანართის შესაბამისად.“.
2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
,,31. “დამტკიცდეს ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო მშრალი სასურსათო ულუფის ნორმა №4 დანართის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
დანართი №4
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო მშრალი სასურსათო ნორმა
|
| სურსათის დასახელება | განზ. | რაოდენობა |
| 1 | მშრალი პური | გ | 300 |
| 2 | მშრალი სუფი | ცალი | 1 |
| 3 | შაქარი | გ | 20 |
| 4 | პაშტეტი | გ | 100 |
| 5 | ჩაი ერთჯერადი | გ | 2 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები