დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 955 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 146, 19/10/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.022.010.973 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.022.010.973
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №955
2007 წლის 11 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 58-ე ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებაში (სსმ III, 29.05.2006 წ., №71, მუხ. 897) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“;
ბ) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და გაცემას სამინისტროში უზრუნველყოფს ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულებით გათვალისწინებული ანალიტიკური დეპარტამენტი, ხოლო „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და გაცემას – ლიცენზირების სამსახური და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.“;
გ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის:
გ.ა) „ა“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სალიცენზიო მოწმობის შევსებასა და გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს ახორციელებს ლიცენზირების სამსახური, ხოლო სალიცენზიო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 894 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი/პირები;“;
გ.ბ) ,,ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“ ქვეპუნქტი:
,,ა.1) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირზე გაიცემა მათ შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში შესაბამისი აღნიშვნისა და ხელმოწერის შემდეგ.“;
დ) დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და მის თითოეულ გვერდზე დასმული უნდა იყოს სამინისტროს ბეჭედი.“;
ე) დებულების მე-5 მუხლს დაემატოს 51 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. შევსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება სამ ეგზემპლარად (ერთი ორიგინალი და ორი სათანადოდ დამოწმებული ასლი). ერთი ეგზემპლარი ინახება სამინისტროში დაწესებულების სალიცენზიო პირობების დაცვის თაობაზე განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტაციასთან ერთად. მეორე ეგზემპლარი ბარდება სამართალდამრღვევს, ხოლო მესამე ეგზემპლარი შედგენიდან 10 დღის ვადაში იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში (ერთიან საინფორმაციო ბანკში).“.
ვ) დებულების მე-6 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,11. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან გაფუჭების შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ბარდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც აღნიშნულის თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.“;
ზ) დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. გაცემული მკაცრი აღრიცხვის ფორმის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში სამინისტროს უფლება აქვს მოცემული დანართით დადგენილი წესის თანახმად გასცეს მკაცრი აღრიცხვის ფორმის დუბლიკატი, გარდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დუბლიკატისა;“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები