დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1999 წლის 8 სექტემბრის №6 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 16/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 144, 17/10/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.320.000.16.009.010.969 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.010.969
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის (სემეკ) დადგენილება №17
2007 წლის 16 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1999 წლის 8 სექტემბრის №6 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ვადგენთ:
მუხლი 1
„საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1999 წლის 8 სექტემბრის №№6 დადგენილებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესსა და მეთოდოლოგიაში“ (სსმ III, 1999წ, №№44(51), მუხლი №798), შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგის მიზანი
1. ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგის მიზანია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის განსაზღვრა, რომელიც გამოყენებული იქნება ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების განაწილებისა და მოხმარების ტარიფების დასადგენად.
2. ტარიფების მეთოდოლოგია (შემდგომში _ მეთოდოლოგია) ითვალისწინებს საქართველოს ბუნებრივი გაზის სექტორის დღევანდელ ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობას. უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების განაწილების, მიწოდების და მოხმარების განსახორციელებლად გაწეული ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯების ზუსტ ასახვას ტარიფების სისტემებში.“.
2.მე-3 მუხლის:
ა) „ნ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ. „მიმწოდებელი“ – პირი, რომელიც იძენს ბუნებრივ გაზს და ყიდის მას სხვა მიმწოდებლებზე ან/და მომხმარებლებზე;”;
ბ) „ო” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „ქ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) „ტარიფები“ – ფასების განაკვეთების სისტემა, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ანგარიშსწორება ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილების და მოხმარების სტადიებზე.”.
3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:
„6. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, მიწოდების და მოხმარების ტარიფები შეიძლება იყოს ზღვრული ან ფიქსირებული.
7. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, მიწოდების ან/და მოხმარების განსხვავებული ტარიფების დადგენა შესაძლებელია მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიების (ჯგუფების) მიხედვით. მომხმარებელთა კატეგორიები (ჯგუფები) შეიძლება დაიყოს:
ა) წნევების;
ბ) მოხმარების მოცულობების;
გ) ტერიტორიულ-ადმინისტრაციული საზღვრების;
დ) ტრანსპორტირების ან/და განაწილების ქსელის;
ე) და სხვა კანონმდებლობით დაშვებული კრიტერიუმების მიხედვით.”
4.მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. მომსახურების ტარიფები
საქართველოს ბუნებრივი გაზის დარგში ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე, ტრანსპორტირებაზე, განაწილებაზე და მოხმარებაზე დგინდება სხვადასხვა ტარიფები.”;
5. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. მიწოდების ტარიფი
მიწოდების ტარიფის გაანგარიშების საფუძველია მიმწოდებლის მიერ ბუნებრივი გაზის შესყიდვასთან დაკავშირებული ეკონომიკურად გამართლებული ხარჯები, რომელსაც ემატება მიმწოდებლის მიერ გაწეული მიზანშეწონილი დანახარჯები, სადაც გათვალისწინებულია ყველა სახის გადასახადი (დღგ-ის გარდა). ამ წესით გაანგარიშებულ თვითღირებულებას ემატება კაპიტალზე ამონაგები სემეკ-ის მიერ დადგენილი ნორმის მიხედვით, აგრეთვე დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი განაკვეთით. ეს თანხა იყოფა მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ბუნებრივი გაზის პროგნოზულ მოცულობაზე. შედეგი წარმოადგენს მიწოდების ტარიფს, ლარი/1000მ3.”
6.მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს.
7.მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. მოხმარების ტარიფი.
მოხმარების ტარიფი განსაზღვრავს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულებას. რომელიც შეიცავს მიწოდების, განაწილებისა და ტრანსპორტირების ტარიფებს.”.
8. მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს.
9. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. თუ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ლიცენზიანტი სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად ეწევა სხვა სამეწარმეო საქმიანობას (მათ შორის, ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას), იგი ვალდებულია, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯებისა და საფინანსო შედეგების აღრიცხვა აწარმოოს განცალკევებულად.”.
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები