დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 38, 11/03/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.992 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №48
2008 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წელი, №55, მუხ. 469) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამინისტროს აპარატის სტრუქტურა
სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამინისტროს სამდივნო;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტი;
გ) ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტი;
დ) კულტურულ ღონისძიებათა დეპარტამენტი;
ე) ინფორმაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი;
ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ზ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური;
თ) იურიდიული სამსახური.“.
2. დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტრო სამდივნოს კომპეტენციაა:
ა) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სამსახურებრივი დავალებების მიღება, შესრულება და დანიშნულებისამებრ მათი ოპერატიული მიწოდება; მინისტრის მიერ დანიშნული თათბირებისა და სხვა შეკრებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება და სხვა მიმდინარე საკითხების გადაწყვეტა სამინისტროს ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად;
ბ) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება; კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს აპარატის შინაგანაწესის შემუშავება, სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციისა და მოქალაქეთა განცხადებების დამუშავება და მათი განხილვის მეთვალყურეობა; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების კონტროლი; საიდუმლო საქმისწარმოება; დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემა.“.
3. დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საკადრო რესურსების ოპტიმიზაცია და მართვა, პერიოდული სტატისტიკური ანალიზი; ვაკანტურ თანამდებობათა დასკავებლად კონკურსისა და საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესით დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებებისა და ბრძანების პროექტების მომზადება; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების მიზნით მასალების მომზადება; საარქივო საქმიანობის წარმართვა;“.
5. დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. კულტურულ ღონიძიებათა დეპარტამენტის კომპეტენციაა სახელმწიფო ცერემონიების, კულტურული ღონისძიებების, გამოჩენილ შემოქმედთა და სპორტსმენთა საიუბილეო საღამოებისა და მათი შემოქმედებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება-მოწყობა; კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და განხორციელება; შემოქმედებითი კოლექტივების, ცალკეულ ხელოვანთა და შემსრულებლების საკონცერტო და საგასტროლო მოღვაწეობის ხელშეწყობა; საქართველოს რეგიონებში კულტურის განვითარების ხელშეწყობა.“.
7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები