,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №171 ბრძანებაში დამატებების და ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1138
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 144, 16/10/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 29/02/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.010.956
  • Word
1138
10/10/2007
სსმ, 144, 16/10/2007
010.320.010.22.033.010.956
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №171 ბრძანებაში დამატებების და ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.010.956

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1138

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №171 ბრძანებაში დამატებების და ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №171 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციების ტიპურ დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

ა) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“ ქვეპუნქტი:

,,გ1) უზრუნველყოფს ,,გადასახადის გადამხდელთა მოთხოვნების“ განხილვას და ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებას;“.

ბ) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1“ ქვეპუნქტი:

,,ვ1) შემოწმების აქტის საფუძველზე ამზადებს სათანადო გადაწყვეტილების პროექტს;“.

გ) ამოღებულ იქნეს მე-12 მუხლის ,,ბ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური