,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ლაგოდეხის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის №865 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ლაგოდეხის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის №865 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 928
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 04/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 143, 15/10/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 26/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.945
  • Word
928
04/10/2007
სსმ, 143, 15/10/2007
040.030.000.22.022.010.945
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ლაგოდეხის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის №865 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.945

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №928

2007 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაგოდეხის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2006 წლის 11 ოქტომბრის №865 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაგოდეხის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის №865 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში (სსმ III, 16.10.2006 წ., №142, მუხ. 1972) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) წესდების მე-8 მუხლის:

ა.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დაწესებულებას მართავს დირექტორი, რომელიც ინიშნება 4 წლის ვადით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ. დირექტორად პირი შეიძლება დანიშნულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. დირექტორს სამინისტროს მიერ ჩატარებული შესარჩევი კონკურსის საფუძველზე ნიშნავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ა.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ა.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს ნიშნავს დაწესებულების დირექტორი. დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში – დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“.

ბ) წესდებიდან ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი.

გ) წესდებიდან ამოღებულ იქნეს მე-11 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                                  ა. დიდებულიძე