დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტმობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 10/03/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.10.003.000.990 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №46
2008 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტმობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის №27 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წ., №17, მუხლი 193) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) ,,პუნქტი“ – შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საბაჟო გამშვები პუნქტი და საბაჟო საგუშაგო;“;
ბ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9.
ქვეყნის შიდა სივრცეში სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია ატყობინებს იმ რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას), რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მოხდა დარღვევის გამოვლენა და უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალების გადაყვანას რეგიონალურ ცენტრთან (საგადასახადო ინსპექციასთან) შეთანხმებულ კორექტირების ადგილამდე პოლიციელის თანხლებით. კორექტირების ადგილამდე სატრანსპორტო საშუალების გადაყვანის თაობაზე დგება ოქმი ამ დადგენილების მე-6 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი ფორმით. ამ მუხლით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოიყენება ამ დადგენილების მე-6, მე-7 და მე-8 მუხლები.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები