პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-155
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 01/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 139, 05/10/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.22.032.010.913
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2-155
01/10/2007
სსმ, 139, 05/10/2007
340.120.000.22.032.010.913
პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/10/2007 - 31/12/2013)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.22.032.010.913

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მინისტრის ბრძანება №2-155

2007 წლის 1 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ

„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების თანდართული წესი (დანართი №1).

2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

პ. ცისკარიშვილი

დანართი №1

პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესი განსაზღვრავს პესტიციდების საცალო ვაჭრობისათვისა და მოხმარებლისათვის მოსახერხებელი დაფასოების მიზნით დამამზადებლის ვალდებულებებსა და მოთხოვნებს.

    მუხლი 2. მოთხოვნები შენობებისადმი

1. შენობები აღჭურვილი უნდა იყოს შემწოვგამწოვი ვენტილაციით, წყლით და კანალიზაციით.

2. უნდა გააჩნდეს სათავსოები ხანძარ და ფეთქებად საშიში ნივთიერებების შენახვისა და გადამუშავებისათვის.

3. სამუშაო ადგილები აღჭურვილი უნდა იყოს ამწოვი საშუალებებით (ასპირაციის სისტემა).

4. საწარმოო ნარჩენებისათვის (როგორც მყარი ასევე თხევადისათვის), დაბინძურებული ანარეცხი წყლებისათვის, დაქცეული და დაფანტული ქიმიკატების შეგროვებისა და გაუნებელყოფისათვის გამოყოფილ უნდა იქნეს სპეციალური ადგილი.

5. ადგილი, სადაც წარმოებს სამუშაოები ღია ალთან (მინის ამპულების მირჩილვა) ან გამახურებელ ხელსაწყოებით (პოლიმერის პაკეტებზე ნაწიბურების მირჩილვა) იზოლირებული უნდა იყოს შენობის იმ ნაწილიდან, სადაც ხდება პრეპარატების მომზადება დასაფასოებლად.

6. შენობას უნდა გააჩნდეს ძირითადი, ასევე საავარიო გასასვლელი.

7. შენობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი კავშირგაბმულობის საშუალებებით, განათებით, სიგნალიზაციით, საწარმოო პროცესის უსაფრთხოების კონტროლის სისტემით (გაზანალიზატორებით, დეტექტორ-გადამწოდებით და შეტყობინების საშუალებებით), სახანძრო ჰიდრანტებითა და რეზერვუარებით, ხანძრის ქრობისა და ხანძრის აღმომჩენი ავტომატური სისტემებით.

8. პერსონალისათვის უნდა იყოს შექმნილი პირადი ჰიგიენის სათანადო პირობები.

9. შენობაში ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული საევაკუაციო სქემები, ასევე ინსტრუქციები და პლაკატები, ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობისას უსაფრთხოების ღონისძიებებისა და მოწამვლის შემთხვევაში პირველი დახმარების შესახებ. უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქით და გამაუვნებელი ხსნარებით.

10. შენობის იატაკი, სადაც ხდება პესტიციდების წვრილი დაფასოება, უნდა იყოს გლუვი, წყალგაუმტარი (მობეტონებული ან მოპირკეთებული), ტრაპებისადმი შესაბამისი დახრილობით.

11. კედლები ან ტიხრები უნდა იყოს გლუვი, მოპირკეთებული არაადსორბირებადი, არატოქსიკური, გაუმტარი მასალით ან ზეთოვანი საღებავით შეღებილი, სველი და სუფთა წესით დასალაგებლად.

    მუხლი 3. ტექნიკური უზრუნველყოფის მოთხოვნები

1. დანადგარები და ელექტროგაყვანილობა უნდა იყოს შესრულებული სათანადო საიზოლაციო მასალებიდან.

2. სავენტილაციო სისტემას უნდა გააჩნდეს სპეციალური ფილტრები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ გარემოს დაცვა შესაძლო დაბინძურებისაგან.

3. უნდა არსებობდეს ხელსაწყოები და მოწყობილობები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დაქცეული და დაფანტული ქიმიკატების შეგროვება, შესაძლო დაბინძურების ადგილების დასუფთავება და გარემოში გამოთავისუფლებული ნივთიერების განეიტრალება.

    მუხლი 4. მცენარეთა დაცვის საშუალებების შენახვა

1. მცენარეთა დაცვის საშუალებები უნდა ინახებოდეს იმ წესით, რომელიც უზრუნველყოფს ნივთიერების სამომხმარებლო თვისებების შენარჩუნებასა და გამორიცხავს ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

2. მცენარეთა დაცვის საშუალებები, შენახვისას მიუწვდომელი უნდა იყოს უცხო პირებისათვის.

3. მცენარეთა დაცვის საშუალებები უნდა იყოს შენახული დაუზიანებელ ტარაში, რომელიც მარკირებული უნდა იყოს „პესტიციდების მარკირების წესის“ მიხედვით.

4. მცენარეთა დაცვის საშუალებების შენახვისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ოპტიმალურ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს და გამორიცხავს ხანძრის გაჩენის საშიშროებას.

    მუხლი 5. მოთხოვნები პერსონალისათვის

1. პერსონალს, რომელთაც უხდებათ საქმიანობა მცენარეთა დაცვის საშუალებებთან უნდა ჰქონდეთ სპეციალური ცოდნა ქიმიური, ტექნიკური უსაფრთხოების და სანიტარიულ-ჰიგიენურ საკითხებში.

2. მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეციალური სამუშაო ტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.