დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-153 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/09/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 139, 05/10/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.050.000.22.032.010.912 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.22.032.010.912
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-153
2007 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „ სამტრესტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „ სამტრესტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „ სამტრესტის“ დებულებაში (სსმ III, 2003 წ., №13, მუხ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ) „ სამტრესტის“ თავმჯდომარესთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს, აგრეთვე სამტრესტთან შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;“.
2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს “სამტრესტის“ თანამშრომლებს, აგრეთვე სამტრესტთან შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და ასისტენტს, განსაზღვრავს მათ ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას;“.
მუხლი 2
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
პ. ცისკარიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები