დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საოლქო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10/2007 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 10/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 141, 10/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.15.008.010.948 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.010.948
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №10/2007
2007 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საოლქო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1.
ახლად არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა მოიწვევა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევიდან 10 დღის ვადაში.
მუხლი 2.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ა. ღონღაძე
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები