„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1100
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 139, 05/10/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.010.900
  • Word
1100
28/09/2007
სსმ, 139, 05/10/2007
010.320.010.22.033.010.900
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.010.900

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1100

2007 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულებაში (სსმ III, 05.03.07წ., №29, მუხლი 348) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);

ლ) ახალციხის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);“;

ბ) მე-11 მუხლის:

ბ.ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საბაჟო კონტროლის განხორციელების და საბაჟო კონტროლის შედეგების რეალიზაციის ერთიანი პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვის, საბაჟო კონტროლის სრულყოფისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში რეგიონალური საბაჟოების/რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) საქმიანობის ზედამხედველობა, სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისათვის კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციისა და განხორციელების კონკრეტულ საკითხებზე შესასრუ-ლებლად სავალდებულო მითითებების მიცემა“;

ბ.ბ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონალური საბაჟოების/რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) საქმიანობის ზედამხედველობა, სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისათვის კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა და კონკრეტულ საკითხებზე შესასრულებლად სავალდებულო მითითებების მიცემა“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 12 ოქტომბრიდან.

ნ. გილაური