,,საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 სექტემბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1095
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 139, 05/10/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.22.033.010.895
  • Word
1095
28/09/2007
სსმ, 139, 05/10/2007
220.090.000.22.033.010.895
,,საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 სექტემბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.22.033.010.895

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1095

2007 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 სექტემბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 სექტემბრის №1131 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე ინსტრუქციაში“ (სსმ III, 18.09.06, №128, მუხლი 1705) შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-3 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) შემოსავლების სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ან შემოსავლების სამსახურის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში ამის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დაწესებულება, რომელსაც მიენიჭება უფლებამოსილება, შეასრულოს შემოსავლების სამსახურის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ფუნქციები;

ბ) საბაჟო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მისი სტრუქტურული ერთეული, ტერიტორიული ორგანო, ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეული ან სხვა ქვედანაყოფი, რომლის ფუნქციაა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული პროცედურების, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელება. ამასთანავე, აღნიშნული ორგანოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში საბაჟო ორგანოდ აგრეთვე ჩაითვლება რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დაწესებულება, ამ დაწესებულების ტერიტორიული ორგანო ან სხვა ქვედანაყოფი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება, შეასრულოს საბაჟო ორგანოს ფუნქციები;“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 12 ოქტომბრიდან.

ნ. გილაური