„2007/08 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის №139 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„2007/08 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის №139 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 37, 10/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.10.003.000.985
  • Word
41
08/03/2008
სსმ, 37, 10/03/2008
430.210.000.10.003.000.985
„2007/08 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის №139 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №41

2008 წლის 8 მარტი

ქ. თბილისი

,,2007/08 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის   11 ივლისის №139 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,2007/08 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის №139 დადგენილებას (სსმ III, 2007 წ., №101, მუხლი 1102) 41 პუნქტის შემდეგ დაემატოს 42 პუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,42. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით გამართული მეორე კონკურსის შედეგად სრული და ნაწილობრივი ოდენობის გრანტები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად გაიცემა შემდეგი თანხის მოცულობის ფარგლებში:

ა) სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის დაფინანსებისათვის – 1 500 ლარი;

ბ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის საშუალო ოდენობის დაფინანსებისათვის – 750 ლარი;

გ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობის დაფინანსებისათვის – 3 150 ლარი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი        ვ. გურგენიძე