დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 თებერვლის №112 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1094 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/09/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 139, 05/10/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/01/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.010.894 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.010.891
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1094
2007 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 თებერვლის №112 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 თებერვლის №112 ბრძანებაში (სსმ III, 23.02.2006, №24, მუხ. 290) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დანართი №1ა, №1ბ, №1გ);“;
ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4.
ოქმების გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღირიცხება ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი 2). ოქმებს გასცემს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სამმართველო (შემდგომში– სამმართველო) რეგიონალური საბაჟოების/რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) შესაბამის განყოფილებებზე (შემდგომში – განყოფილება). რეგიონალურ საბაჟო ,,აღმოსავლეთზე“ გაიცემა ოქმები სერიით ,,რსა“, რეგიონალურ საბაჟო ,,დასავლეთზე“ – სერიით ,,რსდ“, ხოლო რეგიონალურ ცენტრებზე (საგადასახადო ინსპექციებზე) – ,,რცსი“. რეგიონალური საბაჟოების/რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) განყოფილებები ოქმებს გასცემენ სამოქმედო ტერიტორიაზე საბაჟოს სტრუქტურულ ერთეულებზე. განყოფილება აღრიცხავს ოქმების გაცემას, შევსებას, გაუქმებას, რის შესახებაც ყოველი კვირის ანგარიშს აცნობებს სამმართველოს. რეგიონალური საბაჟოს/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ერთეულები ასევე ჟურნალში აღრიცხავენ მიღებულ, გაცემულ და გაუქმებულ ოქმებს, რის შესახებაც ყოველი კვირის ანგარიშს აცნობებენ რეგიონალური საბაჟოს/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) განყოფილებას.“;
გ) დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №1გ.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 12 ოქტომბრიდან.
ნ. გილაური
დანართი №1გ
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
შემოსავლების სამსახური
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
№000000 /—————/ სერია ,,რცსი”
———— ————————————————— 200 წ.
1. _______________________________________________________________________________________
(ოქმის შევსების ადგილი)
2. ______________________________________________________________________________________
(ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი)
3. ______________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
(მონაცემები დამრღვევი პირის შესახებ)
4. ______________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
(ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი)
5. _____________________________________________________________________________________
(ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის, მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი)
6. მოწმეთა სახელი, გვარი, მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში)_____________
___________________________________________________________________________________________
7. სამართალდამრღვევი პირის ახსნა-განმარტება _____________________________________________
__________________________________________________________________________________________
8. ოქმს თან ერთვის საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
9. ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები
10. ოქმის შემდგენის ხელმოწერა ___________________________________________________
11. მოწმეთა ხელმოწერა 1————————— 2——————————— 3————————
12. სამართალდამრღვევი ____________________________________________________________
(ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი)
13. შენიშვნა ________________________________________________________
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები