დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1758 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1093 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/09/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.010.893 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.010.893
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1093
2007 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1758 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1758 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2324) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. განადგურების ოქმი დგება 2 ეგზემპლარად – ერთი რჩება რეგიონალურ საბაჟო ორგანოს/რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) და შემდეგ დადგენილი წესით ეგზავნება ზემდგომ საბაჟო ორგანოს, ხოლო მეორე რჩება დეკლარანტს.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 12 ოქტომბრიდან.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები