ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

  • Word
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 871
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 26/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 138, 04/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.010.876
  • Word
871
26/09/2007
სსმ, 138, 04/10/2007
430.030.000.22.022.010.876
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.010.876

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №871

2007 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ და ,,ჰ1“ ქვეპუნქტების, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. რეორგანიზებულ იქნეს ქ. თბილისის №105 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და ქ. თბილისის №185 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, ქ. თბილისის №105 საჯარო სკოლასთან ქ. თბილისის №185 საჯარო სკოლის მიერთების გზით.

2. რეორგანიზებულ იქნეს ქ. ზუგდიდის №12 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და ქ. ზუგდიდის ნ. გაფრინდაშვილის სახელობის №5 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, ქ. ზუგდიდის №12 საჯარო სკოლასთან ქ. ზუგდიდის ნ. გაფრინდაშვილის სახელობის №5 საჯარო სკოლის მიერთების გზით. ქ. ზუგდიდის №12 საჯარო სკოლას შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს ქ. ზუგდიდის №5 საჯარო სკოლა.

3. შეუწყდეთ უფლებამოსილება აღნიშნული ბრძანებით რეორგანიზირებულ საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს და არა უგვიანეს 2007 წლის 6 ნოემბრამდე ჩატარდეს რეორგანიზებულ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს ახალი არჩევნები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი ა. დიდებულიძე