2008 წელს ჩასატარებელი არჩევნების ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტის მიზნით ზოგიერთი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ

  • Word
2008 წელს ჩასატარებელი არჩევნების ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტის მიზნით ზოგიერთი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8/2007
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 27/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 135, 27/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.15.008.010.866
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
8/2007
27/09/2007
სსმ, 135, 27/09/2007
010.240.010.15.008.010.866
2008 წელს ჩასატარებელი არჩევნების ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტის მიზნით ზოგიერთი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/09/2007 - 17/12/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.010.866

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №8/2007

2007 წლი 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

2008 წელს ჩასატარებელი არჩევნების ორგანიზაციული და სამართლებრივი
საკითხების გადაწყვეტის მიზნით ზოგიერთი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი�და 1294 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. 2008 წელს ჩასატარებელი არჩევნების ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციის ფასილიტატორების შესარჩევი კონკურსის ჩატარების, შერჩევის, მათი ტრენინგის; ტრენერების შესარჩევი კონკურსის ჩატარების, შერჩევისა და მათი ტერენინგის; ფასილიტატორებისა და ტრენერების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების პროფესიული და საარჩევნო გამოცდილების ამაღლების მიზნით შესაბამისი ტრენინგების ჩატარებისათვის:

1. 2007 წლის 15 ნოემბრამდე საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განკარგულებით დაამტკიცოს:

ა) საარჩევნო ადმინისტრაციის ფასილიტატორთა შესარჩევი კომისიის შემადგენლობა; საკონკურსო კომისიის დებულება და ფასილიტატორთა შესარჩევი საპრეტენზიო კომისიის დებულება;

ბ) ტრენერთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა; საკონკურსო კომისიის დებულება და ტრენერთა შესარჩევი კონკურსის საპრეტენზიო კომისიის დებულება.

2. 2007 წლის 20 დეკემბრამდე ცესკომ განახორციელოს საარჩევნო ადმინისტრაციის ფასილიტატორთა კონკურსის ჩატარება.

3. 2008 წლის 15 მარტამდე ცესკომ განახორციელოს ტრენერთა კონკურსის ჩატარება.

4. ცესკოსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაევალოს ცესკოს ეკონომიკურ სამსახურს აღნიშნული ღონისძიებების ჩატარებისათვის საჭირო ფინან-სური უზრუნველყოფის საკითხების გადაწყვეტა.

მუხლი 2. 2007 წლის 1 დეკემბრამდე, ცესკომ განკარგულებით დაადგინოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებისათვის ჩასატარებელი სემინარის ვადა და ფინანსური უზრუნველყოფის საკითხები.

მუხლი 3. 2008 წლის 20 აპრილამდე, ცესკომ განკარგულებით დაადგინოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების, პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის გასამართი სემინარების ვადები და ფინანსური უზრუველყოფის საკითხები.

მუხლი 4. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ�ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი �������� ა. ღონღაძე

კომისიის მდივანი������� ���������� გ. მჭედლიძე