,,საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 ივნისის №75-ორგ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს კონტროლის პალატის ერთიან რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 ივნისის №75-ორგ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს კონტროლის პალატის ერთიან რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 124-ორგ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 24/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 140, 09/10/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 12/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.20.013.010.865
  • Word
124-ორგ
24/09/2007
სსმ, 140, 09/10/2007
010.320.000.20.013.010.865
,,საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 ივნისის №75-ორგ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს კონტროლის პალატის ერთიან რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.20.013.010.865

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის

ბრძანება №124-ორგ

2007 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 ივნისის 75-ორგ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს კონტროლის პალატის ერთიან რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და 36-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 ივნისის №75-ორგ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს კონტროლის პალატის ერთიან რეგლამენტში“ (სსმ III, 2007 წ., 88, მუხ. 949) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით პრეზიდიუმის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან პრეზიდიუმის წევრთა უმრავლესობის მოთხოვნის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში პრეზიდიუმი უფლებამოსილია გამართოს სხდომა მე-3 პუნქტში მითითებული წესის დაუცველად (სხდომის შესახებ ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოცხადება). ამასთანავე, ადმინისტრაციული დეპარტამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.“.

2. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. არაგეგმური რევიზია-შემოწმება

1. არაგეგმური რევიზია-შემოწმება, მათ შორის, შემოწმებული ობიექტის განმეორებითი შემოწმება ან გადამოწმება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიების მომართვის, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების პრეზიდიუმების ინიციატივით. არაგეგმური რევიზია-შემოწმების ჩატარებაზე გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი პრეზიდიუმის დადგენილებით.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების პრეზიდიუმების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაგეგმური რევიზია-შემოწმების ჩატარების შესახებ დაუყოვნებლივ მიეწოდება საქართველოს კონტროლის პალატის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტს.“.

3. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და შემოწმებული ობიექტის ახსნა-განმარტებასთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს. რევიზია-შემოწმების მოხსენებითი ბარათი ვიზირებული უნდა იყოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის, სტრუქტურული ერთეულის კურატორი თავმჯდომარის მოადგილის და იურიდიული დეპარტამენტის მიერ. მოხსენებითი ბარათი სამართლებრივი უზრუნველყოფისათვის და მოთხოვნის შემთხვევაში რევიზია-შემოწმების აქტი იურიდიულ დეპარტამენტს წარედგინება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე.“.

4. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. რევიზია-შემოწმებასთან დაკავშირებით სარევიზიო ჯგუფის უფროსი ახორციელებს საზედამხედველო წარმოებას, რაც გულისხმობს რევიზია-შემოწმების დასრულების შემდეგ აქტის (ცნობის) რეალიზაციის თაობაზე სათანადო დოკუმენტაციის შეკრებას და სისტემატიზაციას. ამ დოკუმენტაციაში სხვა აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად უნდა ინახებოდეს ამ რეგლამენტის მე-12, 21-ე და 24-ე მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლები, აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოებისათვის შემოწმების მასალების გადაცემის შემთხვევაში – წერილი მასალის გადაცემის თაობაზე, სამართალდამცავი ორგანოს ინფორმაცია სისხლისამართლებრივი რეაგირების შესახებ.“

მუხლი 2. ბრძანება გაეცნოს კონტროლის პალატის მოხელეებს.

მუხლი 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭოლაძე