დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 10/03/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.982 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №38
2008 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №95, მუხლი 816) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12.
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
ბ) გენერალური ინსპექცია;
გ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
დ) საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი;
ე) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი;
ვ) სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტი;
ზ) საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტი;
თ) სააღსრულებო დეპარტამენტი;
ი) საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
კ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ლ) სამართალშემოქმედების დეპარტამენტი;
მ) იურიდიული დეპარტამენტი;
ნ) ანალიტიკური დეპარტამენტი.“.
2. მე-15, მე-16 და მე-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15.
ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანებია:
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
დ) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;
ე) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა;
ვ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
ზ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
თ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით სამინისტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა.
მუხლი 16.
გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი;
ბ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
გ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლის განხორციელება;
ე) სასჯელაღსრულების სისტემაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო ნაწილების კონტროლის განხორციელება.
მუხლი 17.
ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ბ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
გ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.“.
3. მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. მე-19 და მე-20 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19.
საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადება, დადება და შესრულების ორგანიზება;
ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებისა და მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებების რატიფიკაციის თაობაზე წინადადებათა შემუშავება, სამართლებრივი დასკვნის მომზადება საერთაშორისო ხელშეკრულებების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის, აგრეთვე მათი სავალდებულოდ აღიარების, მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი შედეგების შესახებ;
გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია;
დ) ევროპის სამართალთან, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან და სტანდარტებთან, აგრეთვე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტთან საქართველოს სამართლებრივი აქტების ჰარმონიზაციის ხელშეწყობა, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და თანამშრომლობა ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოთა შესაბამის უწყებებთან;
ე) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა;
ვ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ზ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა, მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია;
თ) სხვა სახელმწიფოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება და წარდგენა.
მუხლი 20.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის ორგანიზება;
ბ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება;
გ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის აუცილებელ წინადადებათა შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
დ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
ე) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებათა შემუშავება და წარდგენა; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ევროპის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ვ) ევროპის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაცია.“.
5. 201 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. 21-ე და 22-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21.
სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა;
გ) ბინადრობის ნებართვის მინიჭებისა და უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ე) ნოტარიატის სფეროში კანონით დადგენილ მინისტრის (სამინისტროს) უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ნოტარიატთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ვ) ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა;
თ) პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირებისა და კანონით განსაზღვრული სხვა იურიდიული პირების რეგისტრაცია;
ი) კანონმდებლობით სამინისტროსათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის მომზადება და გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვა;
კ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების, ლიცენზიებისა და ნებართვების, მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;
ლ) ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის დაკისრებული შესაბამისი ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეგისტრირებული იურიდიული პირების საქმიანობის თავიანთ წესდებებთან შესაბამისობის დადგენილი წესით კონტროლი.
მუხლი 22.
საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება ერთ მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
ბ) იმ საწარმოთა მიერ, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს, დასადებ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
გ) არბიტრაჟებში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
დ) გრანტებთან, სახელმწიფო ვალის აღებასა და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა (იურიდიული დასაბუთება), მიუხედავად მათი ღირებულებისა;
ე) ამ მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება და სათანადო სამართლებრივი დასკვნის გაცემა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორმება-ლეგალიზაცია;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება.“.
7. 26-ე და 27-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
8. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30.
საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
გ) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით;
დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება;
ვ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
ზ) დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნა და რეზერვისტთა მიზნობრივი გამოყენება;
თ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის განხორციელება, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებების რეესტრის წარმოება;
კ) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება;
ლ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.“.
9. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32.
სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სხვა სამინისტროებისა და დარგობრივი უწყებების პრობლემატიკის შესწავლა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით;
დ) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო წინადადებათა წარდგენა;
ე) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება;
ვ) ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, მათი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენა;
ზ) წინადადებებისა და შესაბამისი მასალების მომზადება ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს ვალდებულების შესრულებისათვის.“.
10. 33-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
11. 333 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 333.
იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებიდან გამომდინარე, სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ბ) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
დ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
ე) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;
ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ზ) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს.“.
12. 334 მუხლი ამოღებულ იქნეს.
13. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 335 მუხლი:
„მუხლი 335.
ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემაში სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;
ბ) სამინისტროს საქმიანობის შესწავლა, მიღებული მონაცემების ანალიზისა და განზოგადების შედეგად სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნების მომზადება და წინადადებების შემუშავება სამინისტროს საქმიანობის ცალკეულ მიმართულებათა ოპტიმიზაციის მიზნით;
გ) საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი რეფორმების განხორციელების მიზნით.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 17 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები