დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1075 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/09/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 135, 27/09/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.100.22.033.010.859 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.22.033.010.859
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1075
2007 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №30, მუხლი 284) დამტკიცებულ დანართი №3-ში შეტანილ იქნეს დამატება და ,,შემოსავალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმიდან“ – შემოსულობის სახით განსაზღვრული სახაზინო კოდი ,,3152“-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი სახის სახაზინო კოდი:
,,3229 – ჯარიმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები