დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მთავრობის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა და ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 დეკემბრის №300 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 10/03/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/1899 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.10.003.000.981 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №37
2008 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს მთავრობის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა და ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 დეკემბრის №300 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს მთავრობის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა და ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 დეკემბრის №300 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წ., №186, მუხლი 2081) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. საქართველოს მთავრობის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შედგენის მიზნით ღონისძიებათა განხორციელების და ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შემუშავებისათვის შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ჯამბულ ბაკურაძე – რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
არჩილ გაგნიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ირაკლი გიორგობიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
ლევან დავითულიანი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
სერგო მესხი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე
პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ირაკლი ღვალაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე
დავით ჯანიაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ვერა ძნელაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები