დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1231 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/09/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 133, 25/09/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.030.000.22.034.010.847 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.22.034.010.847
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1231
2007 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებით (სსმ III, 22.05.2006წ., №69, მუხ.873) დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) პასუხისმგებელია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დეპარტამენტის ფინანსურ უზრუნველყოფაზე, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებაზე; უზრუნველყოფს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას; სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის (ასევე გეგმის კორექტირების) დეპარტამენტის დირექტორის მიერ დამტკიცებამდე და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენამდე სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოში შესათანხმებლად წარდგენას.“.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს №1071 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები