დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის №566 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1350 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/09/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 132, 21/09/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360.160.000.22.023.010.840 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.010.840
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №1350
2007 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის №566 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის №566 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №148, მუხ. 1642) დამტკიცებულ ,,საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. კანონიერების დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები და პირები
თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კანონიერების დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები და პირები არიან:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს (რეგიონალური სატყეო სამმართველოს) ტყის მცველი (რეინჯერი);
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის სამსახურის უფროსი და უბნის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) ადგილობრივი ტყის ფონდის მართვაზე უფლებამოსილი ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები.
შენიშვნა: ამ დებულებით დამტკიცებული საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული ტერმინი ,,ტყის მცველი“ მოიცავს ამ მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს.“.
2. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. კანონიერების დოკუმენტის გამცემი ორგანოს უფლება-მოვალეობანი
1. დოკუმენტის გამცემი ორგანო უფლებამოსილია:
ა) გასცეს კანონიერების დოკუმენტი ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) დაადგინოს შესაბამისობა ფაქტობრივად დამზადებულ ხე-ტყესა და კანონიერების დოკუმენტით განსაზღვრულ რაოდენობას შორის;
გ) ტყითმოსარგებლის მიერ ამ დებულებისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით გააუქმოს მის მიერ გაცემული კანონიერების დოკუმენტი.
2. დოკუმენტის გამცემი ორგანო ვალდებულია უარი განაცხადოს დოკუმენტის გაცემაზე, თუ:
ა) არ არსებობს ხე-ტყის მოცულობის შესაბამისად ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან სათანადო წესით დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ) დარღვეულია დოკუმენტის ფორმაში დაფიქსირებული მოთხოვნები;
გ) 4 სმ და მეტი დიამეტრის (წვრილი ბოლო) მქონე საშეშე მერქნის შემთხვევაში არ არის დაკოტრილი სიგრძით არა უმეტეს ერთ მეტრამდე.“.
3. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთანავე კანონიერების დოკუმენტის შესაბამის გრაფაში აღინიშნება ტყიდან გამოტანილი ხე-ტყის ოდენობა, რაც დასტურდება კანონიერების დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირის ბეჭდით.“.
4. დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. კანონიერების დოკუმენტის ფორმა ივსება ქართულ ენაზე, გარკვევით, ბურთულიანი მელნის კალმით და სავალდებულოა ყველა რეკვიზიტის შევსება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მასში ნებისმიერი ჩანაწერის გადასწორება დასტურდება ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღრული უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.“.
5. დებულების მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი:
,,3. კანონიერების დოკუმენტის რეკვიზიტები: ,,სატყეოს უფროსი“ და ,,სატყეო მეურნეობის დირექტორი“ არ ივსება.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ჩანტლაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები