დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ნოემბრის №252 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 25/02/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.150.000.10.003.000.979 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №35
2008 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ნოემბრის №252 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ნოემბრის №252 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წელი, №164, მუხლი 1804) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) შეიქმნას საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე კვიტაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე
ალექსანდრე ცინცაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
ბათუ ქუთელია – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
კახა ბენდუქიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი
გიორგი ლორთქიფანიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
მაკა სხირტლაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ირაკლი ღვალაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე
ელენე ხოშტარია – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაგან ერთ-ერთი, საბჭოს თავმჯდომარის არყოფნისას, მასთან შეთანხმებით ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.“;
ბ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ყოველ სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც ასახავს სხდომის დროს განხილულ ყველა საკითხსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს საბჭოს სხდომის მოწვევა, აგრეთვე თავისი დამოუკიდებელი მოსაზრების აღნიშვნა სხდომის ოქმში.“;
გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები