დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 25 ივლისის №1-1/672 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1324 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 125, 05/09/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.22.024.010.809 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.010.809
საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის ბრძანება №1-1/1324
2007 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 25 ივლისის №1-1/672 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 25 ივლისის №1-1/672 ბრძანებით (სსმ III, 27.07.2006, №99, მუხ.1354) დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.თ-ბ.რ“ ქვეპუნქტები:
„ბ.თ) ახორციელებს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვას, ბიუჯეტის შემუშავებას და კოორდინაციას უწევს მის აღსრულებას;
ბ.ი) საბუღალტრო ეკონომიკური და საფინანსო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ნაერთი ანგარიშების წარდგენა შესაბამის ორგანოებში;
ბ.კ) უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას;
ბ.ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუშაკთა საკადრო დოკუმენტაციის შედგენა-შენახვა;
ბ.მ) მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო ღონისძიებათა ორგანიზაცია;
ბ.ნ) შემოსული, გასაგზავნი, შიდა და სხვა დოკუმენტაციის (მოქალაქეთა განცხადებების, წინადადებების და საჩივრების) განხილვების უზრუნველყოფა;
ბ.ო) ხელმძღვანელობის მიერ გაცემული დავალებების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი;
ბ.პ) შემოსული, გასაგზავნი, შიდა და სხვა დოკუმენტაციის შესაბამისი ადრესატისთვის მიწოდების უზრუნველყოფა;
ბ.ჟ) დოკუმენტაციისა და დავალებების შესაბამის ვადებში შესრულებისა და განყოფილებაში მათი დაბრუნების სისტემატური კონტროლი;
ბ.რ) შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი.“;
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ანალიზისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ-ბ.ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება დაევალოს ბუღალტერიას, ხოლო „ბ.მ-ბ.რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება საქმეთა წარმოების განყოფილებას.“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. არველაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები