,,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 25/02/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.10.003.000.977
  • Word
33
20/02/2008
სსმ, 29, 25/02/2008
010.240.020.10.003.000.977
,,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №33

2008 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, №1, მუხლი 12), დადგენილებით დამტკიცებულ დებულებასა და საშტატო ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 33 ერთეულით.“.

2. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატის სტრუქტურაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

ბ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი;

გ) სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი;

დ) სამსახურის უფროსი;

ე) სამსახურის უფროსის მოადგილე;

ვ) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;

ზ) მთავარი ბუღალტერი;

თ) მთავარი სპეციალისტი;

ი) წამყვანი სპეციალისტი;

კ) უფროსი სპეციალისტი;

ლ) სამეურნეო მოხელე;

მ) მძღოლი.“.

3. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 4. აპარატის ხელმძღვანელობა

1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს სახელმწიფო მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.

2. სახელმწიფო მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.

3. სახელმწიფო მინისტრის დავალებით მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ან სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით განკარგავს აპარატის ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს.“.

4. აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №33 დადგენილებით

„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

 

 

თანამდებობა

რაოდენობა

1

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

1

2

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

3

3

სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი

1

4

სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი

1

5

სამსახურის უფროსი

5

6

სამსახურის უფროსის მოადგილე

5

7

მთავარი ბუღალტერი

1

8

სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე

1

9

მთავარი სპეციალისტი

8

10

წამყვანი სპეციალისტი

3

11

უფროსი სპეციალისტი

2

12

სამეურნეო მოხელე

1

13

მძღოლი

1

 

სულ:

33..

“.

5. დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების ამოქმედებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე