„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-118 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-118 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2-134
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 30/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 125, 05/09/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 27/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.010.804
  • Word
2-134
30/08/2007
სსმ, 125, 05/09/2007
340.010.000.22.032.010.804
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-118 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.010.804

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-134

2007 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-118 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-118 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 21.07.2006, №96, მუხ. 1281) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ“) საერთაშორისო დახმარებათა ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა.“

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე.“.

3. მე-4 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,6. სამმართველოს უფროს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს მუშაობის წარმართვის თაობაზე;

ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;

გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფია ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო.“.

5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპენტენცია

ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო ახორციელებს:

ა) სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობას;

ბ) სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედ საერთაშორისო ორ-განიზაციებს შორის ურთიერთობათა კოორდინაციას;

გ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის სამთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი შეთანხმებების მომზადებისას სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობისა და აღნიშნულ შეთანხმებათა საფუძველზე შექმნილი სამთავრობო კომისიების მუშაობაში სამინისტროს მონაწილეობის კოორდინაციას;

დ) ევროკავშირთან სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობის კოორდინაციას;

ე) ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) წინაშე აგრარულ სექტორში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საერთო კოორდინაციას;

ვ) საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის პროდუქციის წარდგენის ხელშეწყობას;

ზ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფებთან აგროსასურსათო სექტორში არსებული პრიორიტეტების შესაბამისად ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას;

თ) სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, უცხოეთის დელაგაციებისა და სპეციალისტების საქართველოში ვიზიტების, სემინარების, სიმპოზიუმების, ფორუმების, კონფერენციების პროგრამების შედგენას, მათთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებას და ამ პროგრამების შესრულების კოორდინაციას; დელაგაციების სამინისტროში მიღების ორგანიზებას და საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრების ოქმების სათანადო წესით გაფორმების უზრუნველყოფას;

ი) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამშრომლების საზღვარგარეთ ვიზიტებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების კოორდინაციას;

კ) საქართველოს აგრარულ სექტორში მოქმედი დონორი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიმდინარე პროექტების/პროგრამების საერთო კოორდინაციას და მათ შესახებ ანალიტიკური მასალების სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენას;

ლ) საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზის შექმნას და მის რეგულარულ განახლებას;

მ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების და ამოცანების შესრულებას.“.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პ. ცისკარიშვილი