დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის №1020 ბრძანებით დამტკიცებულ „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1213 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 123, 31/08/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360.160.000.22.023 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.010.800
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №1213
2007 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის №1020 ბრძანებით დამტკიცებულ „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის №1020 ბრძანებით დამტკიცებულ „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ” დებულებაში (სსმ III, 2006 წ., №131, მუხ.1732) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარის ,,ე1” ქვეპუნქტი:
,,ე1. დაირღვა მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.“;
ბ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქქვეპუნქტი:
,,ბ1. დაირღვა მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.“;
გ) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის საბოლოო/შემოთავაზებული ფასი შეადგენს 150 000-დან 20 000 000-მდე ლარს პრეტენდენტი ვალდებულია ლიცენზიის გაცემამდე და ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, სამინისტროში წარადგინოს აუქციონის საბოლოო/შემოთავაზებული ფასის გადახდის საბანკო გარანტია.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ჩანტლაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები