„საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 1032
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 121, 27/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.010.797
  • Word
1032
27/08/2007
სსმ, 121, 27/08/2007
230.020.020.22.033.010.797
„საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.010.797

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 1032

2007 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

�საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. �საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟი�მის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკი�ცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2323) დამტკიცებულ �საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ� ინსტრუქციაში შეტანილ იქნას შემდეგი დამატებები:

ა) ინსტრუქციის მე-4 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

�31. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგი�ლე���ბუ��ლი უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტო�სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანისას ზოგად დეკლარი�რებად ჩაითვლება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორ�ტში) ჩაკრული სტიკერის წარდგენა.�;

ბ) ინსტრუქციის მე-7 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

�11. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორ�ციე�ლების ადგილამდე მიტანის ვადა საზღვაო გზით შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე შეად�გენს 90 დღეს, ხოლო სხვა გზით შემოტანილ ავტო�სატრანსპორტო საშუალებებზე � 65 დღეს.�;

გ) ინსტრუქციის მე-9 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

�4. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილებუ�ლი უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატ�რან�სპორტო საშუალებების წარდგენა საბაჟო დამუშავე�ბის ოპერაციის ადგილზე ხორციელდება მოქალაქის სამ�გზავრო დოკუმენტის სტიკერიანი ფურცლის სათანა�დოდ დამოწმებული ასლის წარდგენით.�;

დ) ინსტრუქციის მე-11 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

�31. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუა�ლე�ბებ�ზე დეკლარაციის წარდგენა ხდება:

ა) ზოგადი დეკლარირებიდან (მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან) 90 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;

ბ) ზოგადი დეკლარირებიდან (მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან) 65 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.�.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

მინისტრის პირველი მოადგილე