დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1753 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1030 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 121, 27/08/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.010.795 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.010.795
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1030
2007 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1753 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1753 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2319) დამტკიცებულ „სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ” ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მოწმობის გამოწერა (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა).“;
ბ) ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა) მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა საზღვაო გზით შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე შეადგენს 90 დღეს, ხოლო სხვა გზით შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე – 65 დღეს.“;
გ) ინსტრუქციის მე-8 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„3. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე ხორციელდება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტის სტიკერიანი ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარდგენით.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
მინისტრის პირველი მოადგილე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები