დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის (თუ შეღავათების გამოყენების პირობა ძალაშია) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავებაზე გამონაკლისის დაშვების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1025 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 121, 27/08/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.190.000.22.033.010.790 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/08/2007 - 31/12/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.190.000.22.033.010.790
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1025
2007 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
„მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის (თუ შეღავათების გამოყენების პირობა ძალაშია) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავებაზე გამონაკლისის დაშვების წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის და 134-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძვლზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის (თუ შეღავათების გამოყენების პირობა ძალაშია) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავებაზე გამონაკლისის დაშვების წესი“ (დანართი №1).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე კ. ბაინდურაშვილი
დანართი №1
მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის (თუ შეღავათების გამოყენების პირობა ძალაშია) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავებაზე გამონაკლისის დაშვების წესი
1. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი არის მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და მასზე გავრცელდა იმპორტის გადასახდელებზე შეღავათები, თუ შეღავათების გამოყენების პირობა ძალაშია, და მიზნობრივი დანიშნულებით მიღებულ საქონელზე არ ხერხდება მომსახურების გაწევა საქართველოს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში საქონლის მიმღებს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების რეჟიმის გამოყენებაზე.
2. სამინისტრო ვალდებულია განიხილოს განცხადება, შეისწავლოს გარემოებები და გაიტანოს საკითხი საქართველოს ფინანსთა მინისტრის სათათბირო ორგანოს – სათათბირო საბჭოზე (შემდგომში – სათათბირო საბჭო) განსახილველად.
3. სათათბირო საბჭოზე საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის (თუ შეღავათების გამოყენების პირობა ძალაშია) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავებაზე გამონაკლისის დაშვების შესახებ.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები