დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 466 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 122, 30/08/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.010.000.22.026.010.787 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.010.787
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №466
2007 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებით (სსმ III, 2005წ., №87, მუხ. 995) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-6 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,ს“ ქვეპუნქტი;
ბ) დებულების მე-12 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ. ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველო წარმართავს სამინისტროს პოლიტიკას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის უზრუნველსაყოფად.“;
გ) დებულების მე-12 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,ბ1 “ ქვეპუნქტი.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.
დ. კეზერაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები