დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1020 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 121, 27/08/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.070.22.033.010.785 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.010.785
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1020
2007 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2330) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) დანიშნულების ადგილი – არასაბაჟო ორგანო (დროებითი შენახვის საწყობი, საბაჟო საწყობი, რკინიგზის სადგური, პორტი, უბაჟო ვაჭრობის პუნქტი, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილი), სადაც მთავრდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება.“.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უბაჟო ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქონლის კონტროლი, რომელიც გადაადგილდება იმავე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებულ უბაჟო ვაჭრობის პუნქტში.“.
3. მე-11 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გრაფა 3 – გრაფაში აღინიშნება:
ე.ა) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოში გადაადგილებისას თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად – რიცხვი „40“;
ე.ბ) ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის – „10“;
ე.გ) ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისათვის _ „80“ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე.დ) რეექსპორტისათვის – „11“;
ე.ე) დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმისათვის – „31“;
ე.ვ) იმ შემთხვევაში, როცა ერთი სატრანსპორტო საშუალებით ერთდროულად გადაადგილდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად და ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი, გრაფაში აღინიშნება – „48“;
ე.ზ) იმ შემთხვევაში, როცა ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება ტრანზიტის რეჟიმში მოქცეული საქონელი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე ემატება ექსპორტის რეჟიმში მოქცეული საქონელი, ახალი მოწმობის გრაფაში აღინიშნება – „81“;
ე.თ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) 20-დღიანი ვადით შემოტანისას – „20“;
ე.ი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ უკან დაბრუნების შემთხვევაში – ციფრი „15“;
ე.კ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის საფუძველზე საბაჟო გადასახდელებისაგან (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გათავისუფლებული დაბრუნებული საქონლის შემთხვევაში – ციფრი „27“;
ე.ლ) უბაჟო ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისთვის – „72“.“.
4. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საბაჟო საწყობის (დროებითი შენახვის საწყობის), ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის მიერ – აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღვნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს (დროებითი შენახვის საწყობს), ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები