,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 10 თებერვლის №1-1/112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 10 თებერვლის №1-1/112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1-1/1276
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 22/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 122, 30/08/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 30/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.22.024.010.780
  • Word
1-1/1276
22/08/2007
სსმ, 122, 30/08/2007
310.050.010.22.024.010.780
,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 10 თებერვლის №1-1/112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.22.024.010.780

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1276

2007 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 10 თებერვლის №1-1/112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონების ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 36-ე მუხლის, ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ მე-5 მუხლის, ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად და სამოქალაქო ავიაციის მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებისა და მათი უფლებების დაცვის მიზნით, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 10 თებერვლის №1-1/112 ბრძანებით (სსმ III, №19, 18.02. 2005, მუხ. 179) დამტკიცებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,მ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ.ა) ბაზირების აეროპორტთან და აეროპორტში მყოფ სხვა სამსახურებთან (სხ-ის ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფაზე, აფრენისა და სახმელეთო მომსახურების სამუშაოთა კომპლექსის უზრუნველყოფაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, საწვავ-საცხები მასალებით გამართვის მომსახურებაზე, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე, საავარიო-სამაშველო სამუშაოებით უზრუნველყოფაზე, სხ-ის კონსტრუქციული შესაძლებლობების შემთხვევაში მგზავრთა ჩასხდომა-ჩამოსხდომის ტელესკოპური ტრაპებით (ასეთის არსებობის და მათი თავისუფალი დატვირთვის შემთხვევაში) მომსახურების უზრუნველყოფაზე.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. არველაძე