დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,პატიმრობის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №362 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 281 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 120, 24/08/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.010.000.22.027.010.772 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.010.000.22.027.010.772
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №281
2007 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
,,პატიმრობის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №362 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,პატიმრობის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №362 ბრძანებით (სსმ III, 1999 წ., №71 (78), მუხ. 1092) დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. შეხვედრაზე თანხმობის დოკუმენტში უნდა მიეთითოს, თუ ვის და რომელ პირებთან ეძლევა შეხვედრის უფლება. მსჯავრდებული პაემანზე შეიძლება შეხვდეს სრულწლოვან პირს/პირებს, რომელთაც შეიძლება ახლდნენ პაემნის უფლების მქონე არასრულწლოვანი პირებიც. პაემანზე მიმსვლელ პირთა ზღვრულ რაოდენობას ადგენს დაწესებულების ადმინისტრაცია, დაწესებულებაში არსებული პირობების გათვალისწინებით, მსჯავრდებულისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წესრიგის დაცვის მიზნით.“.
2. ეს ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებს.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები