„გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 997
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 115, 17/08/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.010.750
  • Word
997
15/08/2007
სსმ, 115, 17/08/2007
200.010.000.22.033.010.750
„გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.010.750

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №997

2007 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

„გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის თაობაზე“ ინსტრუქციაში (სსმ III, 22.03.05, №32, მუხ. 306) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2. უიმედო საგადასახადო დავალიანების ცნება

უიმედო საგადასახადო დავალიანება – საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-20 ნაწილით განსაზღვრული უიმედო საგადასახადო დავალიანება“.

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

     თ) საგადასახადო ინსპექციის დასკვნა საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების შესახებ.“

გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

ე) საგადასახადო ინსპექციის დასკვნა საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების შესახებ.“.

დ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

31. გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შემთხვევაში საგადასახადო დავალიანების უიმედოდ აღიარების საკითხის განსახილველად შემოსავლების სამსახურს საგადასახადო ინსპექციის მიერ წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:

ა) საგადასახადო ინსპექციის წერილობითი მიმართვა;

ბ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სასამართლოს დადგენილება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და ლიკვიდაციის შესახებ;

დ) საგადასახადო ინსპექციის დასკვნა საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების შესახებ.“.

ე) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭო საგადასახადო ინსპექციიდან წარმოდგენილი მასალების საფუძველზე აკეთებს დასკვნას – საგადასახადო დავალიანებათა უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების შესახებ, რომელიც საგადასახადო ინსპექციის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან ერთად, საგადასახადო დავალიანებათა ჩამოწერის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის მიზნით ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი